(რეზონანსი) „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო!
როგორც მოქალაქეს მაწუხებს ერთი საკითხი და ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ.
გამოვიდა ისე, რომ ჩემ მიერ 10 წლის წინ გაყიდული მანქანა(ები) დღესაც ჩემ სახელზეა, ახალ მესაკუთრეებს ვერ ვპოულობ და მომდის მათი ჯარიმები. ასევე თუ არ ბარდება ადრესატს, მაინც ჩაბარებულად ითვლება და მესაკუთრემ უნდა გადაიხადოს. მოკლედ სხვისი ჯარიმები უნდა ვიხადო მე.
მივედი თქვენთან, მითხრეს რომ აღსრულების ეროვნული ბიურო -ს ამბავია ეგო.
რომ არ მოგატყუოთ ვერც გავიგე რა მითხრეს. მძღოლს ვერ გავაჩერებთ, თუ არ დაწერთ რომ მოგპარესო, არ მოუპარავთ , ტყუილს ხო ვერ დავაბრალებ მაგ ხალხს.
ვიფიქრე იქნებ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia დამეხმაროსთქო, მაგრამ როგორც მივხვდი, მხოლოდ ჩემი განცხადებით ვერ მეხმარებიან.
მოკლედ ავტომანქანა ჩემი საკუთრება არაა, მე არ ვმოძრაობ არც ერთი ამ მანქანით, მაგრამ არავის მოუპარავს და სხვისი ჯარიმების ხდაც ძალიან არ მინდა.
ყველაზე ოპტიმისტური რაც მითხრეს ისაა, რომ უშუალოდ იმ მანქანებით მოხდება აღსრულებაო, რომელზეც ჯარიმაა გამოწერილიო, მაგრამ ვერ დამიდასტურეს, ამიტომ მშვიდად არ ვგრძნობ თავს.
მჯერა ეს პრობლემა მხოლოდ მე არ მაწუხებს და რამე გამოსავალზე გექნებათ ნაფიქრი.
მადლობა წინასწარ".