რეზონანსი
11.09.2018

მზის გვირგვინში (კორონა) უზარმაზარი ხვრელი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ გვიახლოვდება გეომაგნიტური შტორმი. შესაბამიად, დედამიწის პოლარული განედების სიახლოვეს მცხოვრებნი ძლიერ ციალს დაინახავენ.

აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) შეფასებით, 11 სექტემბრის მზის შტორმი G2-დონის იქნება. 5-დონიან სკალაზე ეს შტორმი საშუალო სიძლიერისაა, ყველაზე მძლავრად კი მე-5 დონე ითვლება.

გეომაგნიტურად წარმოქმნილმა დენმა შესაძლოა, დედამიწის მაღალ განედებზე განაპირობოს ძაბვის ვარდნები. შესაძლოა, შტორმმა გავლენა იქონიოს კოსმოსურ ხომალდთა ოპერაციებზე, რადგან ამ დროს ფერხდება GPS-ის მუშაობა. გარდა ამისა, მაღალ განედებზე შეიძლება გაწყდეს მაღალი სიხშირის რადიოტალღების გავრცელებაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×