რეზონანსი
11.09.2018

 (რეზონანსი) ,,ქართული მარშის, ერთერთი დამფუძნებელი მიხეილ ამისულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„SOS!!! SOS!!! SOS!!!

მივმართავ მსოლიო ქვეყნების საელჩოებს საქართველოში აკრედიტებულდიპლომატიურ კორპუსებს, ევროპის ადამიანის უფლებების დაცვისკომიტეტს,

ხელისუფლება მიზან მიმართულად მდევნის, და ანხორციელებს პოლიტიკურ ტერორს ჩემზე და ჩემს ოჯახზე.

ხელისუფლება რომელსც გვერდში ვედექი სააკაშვილთან ბრძოლაში, მიზანმიმართულად დევნის ჩემს ოჯახს, ჯერიყო და ჩემი შვილის წინააღმდეგ აღძრეს უსაფუძვლოდ სისხლის სამართლის საქმე და წელიწად ნახევარიგვაწვალებენ.

იქამდე 2016 წელს ნაციონალურ მოძრაობის ოფისის ბანერზე უბრალო საღებავით უბრალო წარწერისთვისდამკისრეს უსაფუძვლოდ ჯარიმა 4 700 ლარი.

2018 წლის 19 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-ისგან ჩემი რელიგიური რწმენის შეურაცხყოფისათვის გაბუნია დაგვარმიას გინებაზე 3 თვე ციხეში მაყურყუტეს უკანონოდ, კიდევ გრძელდება სისხლის სამართლის დევნა(პოლიტიკური ტერორი),

ამა წლის 9 სექტემბერს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სახლში დამადგნენ, ავადმყოფ მდგომარეობაში მყოფიიძულებით წამიყვანეს ქალაქის სამმართველოში და 5 საათის განავლობაში გამაწვალეს.

კითხვაზე თუ რატომ ვარ დაკავებული ვერაფერი მითხრეს ,, განგარიდეთო,, უსაფრთხოების მიზნითო,, ვერ გავიგევის განმარიდეს, რის საფუძველზე? ტერორისტი ვარ თუ ვინ? ესე იგი, როცა ამათ მოესურვებათ უსაფუძვლოდ აქვთუფლება დამაკავონ მთელი დღე, ან ღამე მამყოფონ პოლიციაში, აღმიკვეცონ უკანონოდ თავისუფლება დამატერორონ? ამ ქვეყანაში არ არსებობს არც კანონი არც სამართალი.

2015 წელს 2 აგვისტოს ღამის 12 საათზე ნაცების დაქირავებული 5 კაციანი ზონდერ- ჯგუფი სახლთან დამხვდა.მიპარვით თავში ქვა ჩამარტყეს და უმოწყალოდ მცემეს, რის შედეგადაც ტვინის შერყევა და მძიმე დაზიანებებიმომაყენეს.

სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერიც არის, უამრავი მოწმეც არსებობს, ექსპერტიზის დასკვნებიც დევს დამოწმეების ჩვენებებიც და ყველაფერი მიჩქმალეს ,,ქართული ოცნების,, მაღალჩინოსნების მითითებით, ქალაქთბილისის პროკურატურის პროკურორმა კალანდაძემ საქმე სპეციალურად თაროზე შემოდო, 3 წელზე მეტი დროგავიდა და დღემდე ერთხელაც არ ჩაუტარებიათ წინა სასაართლო სხდომა.

ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებიდან გამომდინარე ვაცხადებ, რომ ხელისუფლება მიზან მიმართულად მდევნის, დაახორციელებს პოლიტიკურ ტერორს. ვთხოვ დემოკრატიულ ქვეყანებს, სადაც ადამიანის უფლებები დაცულიადემოკრატიის პრინციპებით მომცენ პოლიტიკური თავშესაფარი. დღეიდან ჩემს მიმართ განხორციელებულ ყველაუკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს სახელმწიფოს, და ხელისუფლებას

2018 წელი, 11 სექტემბერი ამისულაშვილი მიხეილი

საზოგადოებრივ მოძრაობა ,,ქართული მარშის", ერთ-ერთი დამფუძნებელი".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×