რეზონანსი
11.09.2018

 (რეზონანსი) დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებს. ამის შესახებ დავითჭიჭინაძემ პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან წასვლისთაობაზე ინფორმაცია გუშინ პარტია „ქართული ოცნების"თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს პირადად მიაწოდა.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან გარიცხვის პოლიტსაბჭოზე გასაჩივრება ურჩია, რასაცდეპუტატი არ აპირებს.

დავით ჭიჭინაძე გეგმავს, რომ უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე განცხადება მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე გააკეთოს, რის შემდეგაც საკანონდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×