(რეზონანსი) სოციალური ქსელის მომხმარებელი გურამ შამანიდი ფეისბუკის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
საქართველოში, მაღალმთიან ბერძნულ სოფელში (სადაც ქართული გვარის მატარებელი მასწავლებელი სკოლაში ქართულ ენას ბერძნულადასწავლიდა, ხოლო რუსული მარტო კოლმეურნეობის თავმჯდომარემ იცოდა) 1950 წელს დაბადებულ აი ამ ბერძენ კაცს, რომელმაც შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ, 40 წელიწადი კოლმეურნეობაში თოხით ხელში ივირა, სახლი აიშენა, თავისნაირი ბერძენი ცოლი მოიყვანა, სამი შვილი გააჩინა და შიმშილისგან რომ არ მომკვდარიყო, 200 ათასი ქართველის მსგავსად, 1993 წელს საბერძნეთში გადაეთრა, დღეს ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად იუსტიციის სამინისტრომ ჯერ 500 ლარი გადაახდევინა, მერე კი ქართულ ენაში, საქართველოს ისტორიასა(!) და სამართალში(!!) ექვს თაბახზე ძლივს რომ დაეტია, ისეთი ტესტების შევსება მოსთხოვა, მე ვიყო მიშა სააკაშვილი, ქართველი პარლამენტარების ნახევარი რომ ვერ გაართმევდა თავს!
ფული მაინც დაუბრუნეთ, თქვე ფარჩაკებო!
განა, თქვენ ის ქვეყანა არ ხართ, სადაც, სომხებს რომ თავი დავანებოთ, 350 ათასმა საქართველოს აზერბაიჯანელმა (მარნეულელმა, იორმუღანლოელმა და სხვა) მოქალაქემ სიტყვა არ იცის ქართულად (რუსულად, ინგლისურად...)?
შევარცხვინე საბერძნეთის ხელისუფლებას, რომელსაც 100 ათასზე მეტი საქართველოს ქართველი მოქალაქე ჰყავს გაპრავებული! ფული დააბრუნეთ-მეთქი!!" - წერს გურამ შამანიდი.