რეზონანსი
11.09.2018

 (რეზონანსი) სოციალურ ქსელში გავრცელებულ შს მინისტრის ფოტოს, რომელზეცგიორგი გახარია თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე კართან დგას, საზოგადოების მხრიდანარაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

როგორც „კვირას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განუცხადა, კონფერენციაზე შს მინისტრი მიწვეული იყო დაღონისძიებაზე დასასწრებად, მისთვის ადგილიც იყო განკუთვნილი.

„დღევანდელ კონფერენციას 400 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც და რა თქმაუნდა, შს მინისტრი გიორგი გახარია.

ღონისძიება დაწყებული იყო, როდესაც შს მინისტრი დარბაზში დაგვიანებით შემოვიდა.

ამ დროს, მომხსენებელი სიტყვით გამოდიოდა, მინისტრმა უხერხულობას თავი აარიდა და სანამ გამომსვლელმასაუბარი არ დაასრულა, მისთვის განკუთვნილ ადგილზე მისვლა საჭიროდ აღარ მიიჩნია, ამიტომ, მისივესურვილით, კარებთან დადგა და მომხსენებლებს იქიდან უსმენდა", - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ხორბალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×