რეზონანსი
11.09.2018

რიგი დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა ნაწილობრივ იხსნება. შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში შედის. 

კერძოდ, კანონპროექტის მე-10 მუხლის (თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ყალიბდება იმგვარად, რომ შეზღუდვა იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით; თუმცა ამისათვის დგინდება გარკვეული პირობები, რომლის თანახმად, ამ დაწესებულების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას (ადგილებში) და ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი. 

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×