(რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამჟურნალისტებთან საუბრისას არაფორმალურ მმართველობაზესაუბრისას თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომსაქართველოს პრობლემაა, როცა ყოფილი პრემიერები პოლიტიკიდანქრებიან.
გიგა ბოკერიას თქმით, მან არაფორმალურ მმართველობაზე დასმულ შეკითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერმოისმინა.
"არაფორმალური მმართველობა არის უმძიმესი პრობლემა რაც გვიდგას წინ. ის, რომ კონფერენციაზე მთავრობისთავმჯდომარეს ჭრიჭინით უჭირს პასუხის გაცემა არაფორმალურ მმართველობაზე დასმულ კითხვაზე, ბევრისმანიშნებელია.
მაგალითად, შარშან ვინც აქ იყო ტრიბუნაზე, ის კაცი სად არის არავინ იცის, ის კაცი გაქრა. პრემიერ კვირიკაშვილისმიმართ ძალიან კრიტიკული ვიყავი, თუმცა ის, რომ შეიძლება ასე გაქრეს როგორც მისი წინამორბედი, ეს არისსაქართველოს პრობლემა. ასე ქვეყანა წინ ვერ წავა, ჩიხში შევა" -განაცხადა გიგა ბოკერიამ.