რეზონანსი
11.09.2018

 (რეზონანსი) 10 სექტემბერს, კრასნოდარის მხარეში, ახალი ყუბანის ოლქში, ქურდული სამყაროს კრიმინალურ ავტორიტეტს, დავით კერესელიძეს, მეტსახელად "კალატოზას", უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა ქ.სოჭში, ბუკოვის ქუჩაზე მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ისროლა. სავრაუდოდ, გასროლა ზურგის მხრიდან განხორციელდა - ტყვიამ მკერდის არეში გაიარა და ორივე ნასროლი ტყვია გულის პარკუჭში მოხვდა.

კერესელიზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადიყვანა. პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. შურისძიების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×