რეზონანსი
11.09.2018

 (რეზონანსი) რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვში კურსკის სადგურის დარბაზში ორ ადამიანზე თავდასხმის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა და თავდასხმის კადრები გამოაქვეყნა.

დაკავებულია 55 წლის საქართველოს მოქალაქე გამბარ გახმუდოვი, რომელიც ადრე გასამართლებული იყო. კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ერთ მოქალაქეს უკნიდან მიეპარა და გვერდში დაჭრა. დაჭრილი დავარდა, შემდეგ წამოდგა და გაიქცა. მანამდე დანით შეიარაღებულმა დამნაშავემ სადგურის მოსაცდელში „ბილაინის" მაღაზიაში ქალბატონი დაჭრა. დამნაშავე დაკავებულია, დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×