(რეზონანსი) გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთიარასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.
რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეიმყოფება. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის თავის არეში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარეტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელსდაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ.
სამივე არასრულწლოვანისამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.