რეზონანსი
11.09.2018

 რუსეთში ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური სწავლება შორეულ აღმოსავლეთში დაიწყო. „Восток-2018“-ის წვრთნები 5 საერთოსაჯარისო პოლიგონზე, 4 სამხედრო საჰაერო და ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის პოლიგონზე, ასევე იაპონიის, ოხოტსკისა და ბერინგის ზღვების აკვატორიაში წარიმართება. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ოლქებიდან, ცენტრალური, სამხრეთ და აღმოსავლეთ სამხედრო ნაწილებიდან ტექნიკა და ჯარისკაცები დაგაიყვანეს.

წვრთნებში მონაწილეობას ჩინეთი და მონღოლეთიც მიიღებს. სწავლებაში სულ 300 ათასამდე სამხედრო, 1000 თვითმფრინავი, 80 სამხედრო გემი, 36 ათასი ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა იქნება ჩართული. „სწავლება უპრეცენდენტო მასშტაბისაა, როგორც ტერიტორიული დაფარვის მხრივ ასევე რაოდენობრივი შემადგენელით“  - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×