რეზონანსი
11.09.2018

 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თემურ მურღულიას თქმით, მასსა და მინისტრს შორის არსებობდა განსხვავება პრინციპულ პოზიციებს შორის და მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილება რელევანტური იყო. ამასთან, როგორც თემურ მურღულიამ განაცხადა, უთანხმოება არ ეხებოდა გრიფირების პროცესს.

„თუ ვინმე შეეცდება ჩირქი მოსცხოს გრიფირების პროცესს, მზად ვარ, პასუხი გავცე. თუ ამ მიმართულებით ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ჯერ ამის შესწავლა და განხილვა უნდა მოხდეს. როდესაც განხილვა არაა დასრულებული, შეფასებების გაკეთება შეუძლებელია“, – განაცხადა მურღულიამ.

როგორც მურღულიამ "ედუ.არის.ჯი"-ს განუცხადა, 17 სექტემბრამდე მუშაობას აგრძელებს და ამ მომენტშიც სტამბაში მიდის, რათა ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი გააკონტროლოს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თემურ მურღულიას თქმით, მას აქვს გარკვეული გეგმები, თუმცა რა გეგმებზეა საუბარი, არ დაუკონკრეტებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×