რეზონანსი
11.09.2018

 ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მთელი ღამე პარლამენტის შენობასთან გაათენეს და ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. აქციაზე გამოსვლები კი დღეს საღამოს 19:00 საათიდან განახლდება.  სარალიძემ მაჩალიკაშვილთან ერთად ხელისუფლებას გადადგომისა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობის დასაწყებად 24-საათიანი ვადა მისცა.

„არც ცნობს როგორც ხედავთ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ დასკვნას და უწოდებენ პოლიტიკურად ანგაჟირებულს. თავად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, თავად არიან მკვლელების დამცველები და თავად არიან ამ საქმის გამყალბებლების დამცველები. აქედან გამომდინარე, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ამ ხელისუფლებამ დაკავებული თანამდებობა. მანამ გავაგრძელებ შიმშილობას, მანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. აქედან ან მკვდარს გაგვიტანენ ან აუცილებლად მივაღწევთ ჭეშმარიტებას“, - განაცხადა სარალიძემ.

რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ პანკისიდან ჩამოსული ქისტებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×