რეზონანსი
11.09.2018

 “მე მის [სალომე ზურაბიშვილის] საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო? სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, – განუცხადა გორსი მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ რადიო "მოზაიკის" კითხვას პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა “ქართულმა ოცნებამ” 10 სექტემბერს გამოუცხადა.

"ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა მანამდე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ამა თუ იმ კანდიდატისადმი მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატოს ფინანსური რესურსის მიმართვაში ამ კანდიდატის საარჩევნო ფონდში.

იოსებ მაკრახიძე შპს "იბოლიას" მეწილეა. ის  ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×