რეზონანსი
10.09.2018

 ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი, თბილისში დაგეგმილ ადრიანო ჩელენტანოს შოუს ეხმიანება, რომელშიც მომღერლის ნაცვლად, მისი ორეული მიიღებს მონაწილეობას. მისი შეფასებით, ეს არის მსმენელის დაცინვა.

"პუბლიკის ასეთ შეგნებულად თავგზის აბნევას და სამარცხვინო ფაქტს მხოლოდ ბანანის რესპუბლიკის დონის სახელმწიფოებს თუ აკადრებენ თავად შოუს შემქმნლები და შედგომ მათი ადგილობივი ორგანიზატორები!! ვფიქრობ, ქართვლმა მაყურებელმა ეს არ უნდა "ჭამოს" და ბილეთის თანხა, ვიღაც იმიტატორის კონცერტში არ უნდა გადაყაროს.

ამას სჯობს ისევ ნამდვილ ადრიანოს უსმინო ინტერნეტით. "ერთი ერთში" შოუს სტილის აფიორაზე ხალხმა მისი დანაზოგი იხადოს?თაღლით ორგანიზატორებს კი პასუხი უნდა მოეთხოვოთ ხალხის განზრახ გაბიაბრუებისათვის"!!

ისე…შემდეგ კონცერტებად….მაიკლ ჯექსონის შოუს ან ლუჩანო პავაროტის სოლო კონცერტს ხომ არ შემოგვთავაზებენ?? მოიძიონ, მათაც ეყოლებათ ორეულები“ - წერს თამარ ივერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×