რეზონანსი
10.09.2018

 დღეიდან ლაგოდეხში ერთი ლავაში 60-ის ნაცვლად 70 თეთრი ღირს. ამ დროისთვის პური ყველა საცხობს არ გაუძვირებია, მაგრამ ამბობენ, რომ ფასს რამდენიმე დღეში ისინიც მოუმატებენ, რადგან გაძვირებულია ფქვილი. მომხმარებლებმა ამის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა პურის საყიდლად მაღაზიასა ან საცხობში მივიდნენ. ლაპარაკია პურზე, რომელიც შეფუთვის გარეშე იყიდება და ლაგოდეხში ცხვება. ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, პური, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ 60 თეთრად შეიძინეს, ახლა 70 თეთრი ღირს. ლაგოდეხში გამოკითხული რიგითი ადამიანების ნაწილი პურის გაძვირებას „კატასტროფულ“ ამბად მიიჩნევს.

რამდენიმე დღის წინ პური გაძვირდა ახალციხეშიც დიდიმამიშვილის ქუჩაზე არსებული საცხობის დირექტორი იური მელიქიძე ამბობს, რომ აქამდე პურს 55 თეთრად ყიდდა, ახლა კი მისი ფასი 65 თეთრია.

პურის ფასი ქალაქში მოქმედმა თითქმის ყველა ფურნემ გაზარდა. გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე თონეა, თუმცა თონეებშიც ამბობენ, რომ პურის ფასს უახლოეს დღეებში აუცილბელად გაზრდიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×