თბილისში, ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტლის პედიატრის ინფორმაციით, მოზარდს გულისცემა ორჯერ გაუჩერდა. იგი ამ დრომდე ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გულისცემა თითქმის ორჯერ გაუჩერდა. მას ფილტვი, თავის არე და მუცლის ღრუ აქვს დაზიანებული. ხელოვნურ მართვის სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა. ველოდებით მდგომარეობის დასტაბილურებას, რომ მუცლის ღრუს გამოკვლევები ჩაუტარდეს“, – განუცხადეს "კვირას" კლინიკაში.
კიდევ ორი მოზარდი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
მათ შორის ერთ-ერთს, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და მას ხერხემლზე ოპერაციას უკეთებენ, ხოლო მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.
თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ. 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ. სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია.