რეზონანსი
10.09.2018

 განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ 2 მოადგილისა და რამდენიმე მაღალჩინოსნის გათავისუფლება მასშტაბური სისტემური ცვლილებების მხოლოდ ნაწილია და სიახლეები კვლავ იქნება.

ბატიაშვილის თქმით, ახალმა გუნდმა ახალი ხედვებით და მეტი ენერგიით უნდა შეძლოს განათლების სისტემის რეფორმირება.

„ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან გავაკეთე განცხადება სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

ეს შეეხებოდა როგორც სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს, სკოლებში არსებულ ტექნიკურ დარღვევებს და ა.შ. იმისათვის, რომ სისტემაში რეფორმების სწრაფად განხორციელება დავიწყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებები და ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ცვლილებები ასევე გაგრძელდება.  უახლოეს დღეებში იქნება ჩვენი რეფორმის პრეზენტაცია, ეს ცვლილებები განხორციელდება ახალ გუნდთან ერთად“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×