რეზონანსი
10.09.2018

 (რეზონანსი) Reboot Digital Agency-მ ბიზნესის დასაწყებად წლის 12 საუკეთესო ქვეყანა დაასახელა. მათ შორის საქართველო მეოთხე ადგილზეა. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

რეიტინგის შესადგენად, სააგენტომ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის მონაცემები და ისეთი ინდიკატორები გამოიყენა, როგორიცაა ბიზნესის დასაწყებად საჭირო მინიმალური კაპიტალი და დასარეგისტრირებლად საჭირო დრო.

საქართველოს სარეიტინგო ქულა 97.84-ია, რაც წინა წელთან შედარებით, 2.12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოს უსწრებს ჰონგ კონგი და კანადა. პირველ ადგილზე კი ახალი ზელანდიაა.

2017 წელს საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების (Doing Business) რეიტინგში გასულ წელთან შედარებით 7 ადგილით დაწინაურდა და 82 ქულით მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა. მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ 20 წამყვან ქვეყანას შორის მე-9 ადგილზე მყოფმა საქართველომ 2003 წლიდან დღემდე ბიზნესის დასარეგულირებლად ყველაზე ბევრი, სულ 47 რეფორმა გაატარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×