რეზონანსი
10.09.2018

 მთავრობა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების პროცესის ამსახველი კანონმდებლობის დახვეწას გეგმავს. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას მთავრობა 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე აპირებს.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კვლავაც მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში რჩება, თუმცა, მათზე მოსარგებლეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სათანადო საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის გამო მიწის რეფორმის ფარგლებშიც ვერ ხდება. 

მთავრობის მიერ მომზადებული პროექტით ფართოვდება როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ისე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ცნება და ჩნდება მოსარგებლეებისთვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ახალი სამართლებრივი საფუძვლები. 

საკანონმდებლო ცვლილებით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებისა აღიარების რეგულაციები იმოქმედებს 2027 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ აღიარების შესაძლებლობა გაუქმდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×