რეზონანსი
10.09.2018

ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ბანკის, უმეტესად "ლიბერთისა" და

"საქართველოს ბანკის" ფილიალების, ძარცვა-ყაჩაღობის ათეულობით შემთხვევა მოხდა. როგორც სანდო წყარო გვიყვება, მსგავსი დანაშაულების 70% "მაზავშიკებს" უკავშირდება. კერძოდ, როდესაც მოთამაშე დიდ თანხას აგებს, ის ბანკის გატანაზე მიდის. იურისტებიც არ გამორიცხავენ, რომ საქმე მართლაც მოთამაშეებსა და დიდ თანხებს უკავშირდებოდეს.

"სავსებით შესაძლებელია ეს მართლაც "მაზავშიკების" საქმე იყოს. თუ ახლა ბანკებში შედიან, წინათ ოჯახებში შედიოდნენ. ალბათ, გახსოვთ გახმაურებული შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ოქროს ბირჟაზე შევარდა და ლომბარდი გაიტანა. ის ახალგაზრდა სამარშრუტო ტაქსით დასავლეთისკენ მიდიოდა, რა დროსაც მცხეთის ხიდზე სპეცრაზმმა ტაქსი ალყაში მოაქცია. როგორც გაირკვა, ახალგაზრდას ფული ჰქონდა წაგებული და ამიტომ შეიქნა იძულებული, დანაშაული ჩაედინა. როცა მოკლეს, ეს "მაზავშიკებში" საპატიო მიზეზად ჩაეთვალა და მისი ოჯახისთვის თანხა აღარავის მოუთხოვია.

მათ ვადა ეძლევათ. ბანკში შესვლას მას თავისი ვალდებულების შესრულების მცდელობად ჩაუთვლიან. თუ გამოუვა, წაგებულს გაისტუმრებს, თუ არადა, იტყვის, მე ვცადე საქმის კაცურად ბოლომდე მიყვანა, მაგრამ "გავისროკეო". ასე რომ, შეიძლება კი არა, დიდი ალბათობით, ბანკების ძარცვა-დაყაჩაღებაში დიდწილად "მაზავშიკების""ხელი ურევია. ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფო კონტროლი და საკანონმდებლო ინიციატივები" - განუცხადა "კვირის პალიტრას" სისხლის სამართლის სპეციალისტი ემზარ საბანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×