რეზონანსი
10.09.2018

 როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი აცხადებს, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 20 ათასამდე ხის მოჭრისა და ახალი ნერგების დარგვის სამუშაოები. მოსაჭრელად მონიშნული ხეების ნაწილი კერძო პირების ტერიტორიაზეა და ამის გამო მესაკუთრეებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ ხე-მცენარეების ჩანაცვლების პროცესში გარკვეული მონაწილეობა მათაც მიიღონ.

„არ გვინდა, მოვჭრათ და გარკვეული ტერიტორიები ღია სივრცედ  დარჩეს. გვინდა, რომ მოჭრის შემდეგ მოხდეს ახლო პერიოდშივე ნერგების დარგვა“, – განაცხადა საქალაქო სამსახურის უფროსმა.

თბილისში ტყის მასივების ინვენტარიზაცია უკვე დაიწყებულია და ეს პროცესი ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

„ასევე უნდა ჩატარდეს სრული ინვენტარიზაცია ურბანულ სივრცეში არსებული გამწვანების, რომელიც ბოლოს თბილისში 1986 წელს ჩატარდა. გვაქვს უცხოურ კომპანიებთან მოლაპარაკება, მონაწილეობა მიიღონ ამ ინვენტარიზაციის პროცესში. ეს ინვენტარიზაციაც 2019 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული“, – განაცხადა გიგაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×