რეზონანსი
10.09.2018

 (რეზონანსი) თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 15 სექტემბრისთვის გზების შეკეთების პირველი ეტაპი დასრულდება. ამის შესახებ 1tv წერს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ მასშტაბის სამუშაოები თბილისში ბოლო წლებში არ განხორციელებულა.

„სტატისტიკა აშკარაა, რომ დღეს ორჯერ მეტი კეთდება ვიდრე გასულ წელში. მომავალ წელს კი უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქალაქს დაეტყოს ხელი. პრობლემები ძალიან ბევრია და პრობლემებია სხვადასხვა მიმართულებით საკანალიზაციო, სანიაღვრე პრობლემები, წყლის პრობლემები. შესაბამისად, ჩვენ სადაც შევდივართ და ვაწარმოებთ ამ სამუშაოებს, ძირეულად ვცვლით ყველაფერს. ვაწესრიგებთ კანალიზაციას, წყლის პრობლემას ვაგვარებთ ადგილობრივ მოსახლეობაში და შემდეგ უკვე ხდება მოასფალტება. კონკრეტულად ამ სამუშაოების პირველი ნაწილი 15 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. რამდენიმე დღეში, ღამის საათებში მეორე ფენის დაგებას დავიწყებთ. შემდეგი ეტაპი უკვე არის ბორდიურების შეკეთება", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×