რეზონანსი
10.09.2018

 (რეზონანსი) 1987 წელს დაბადებულ კონსტანტინე ედიბერიძეს, რომელიც დღეს ალისა და ნინოს ქანდაკებაზე აძვრა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დაკავებული თერჯოლის მკვიდრია, თუმცა ერთი თვეა ბათუმის ბულვარში ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე სასამართლოში უკვე მეხუთედ მოხვდა.

ედიბერიძე სასამართლო პროცესის მანძილზე მოსამართლეს ეკამათებოდა, განაჩენის გამოცხადების დროს კი მაგიდა ააყირავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×