რეზონანსი
10.09.2018

 კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე რძის სფეროში არსებული ფალსიფიკაციის ხშირ შემთხვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მაკონტროლებელმა ორგანოებმა ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის გაჩენის მიმართულებით მუშაობა უნდა გაააქტიურონ. 

„თუ ფალსიფიკაციას შევებრძოლებით იმ კუთხითაც, რომ გვექნება მხოლოდ იდენტიფიცირებული ცხოველისგან მიღებული რძე, ეს რა თქმა უნდა, გაადვილებს სტატისტიკას და გვეცოდინება რომელ საწარმოში რა ხდება. ცვლილებები აუცილებელზე აუცილებელია, მაგრამ უნდა ავუხსნათ ფერმერებს რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოსახლეობისათის უსაფრთხო პროდუქციის მიწოდებისთვის. აქვე ჩნდება კითხვა - ვინ გააკონტროლებს ამას? როგორ წარიმართება პროცესი, როდესაც საქართელოში ყველაზე დიდი ფალსიფიკაცია რძის პროდუქტებშია. რიგი მიზეზების გამო ბაზარი ვერ და რიგ შემთხვევაში არ კონტროლდება. ეს არ არის ერთი ხელით მოსაგვარებელი პრობლემა. რაც შეეხება ფასებს, დასაწყისისთვის არ მგონია ამან ფასზე დიდი გავლენა იქონიოს", - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრსის ნიკოლოზ ბენიაიძემ. 

ინფორმაციისთვის, რძის გადამამუშავებელი საწარმოები არაიდენტიფიცირებული ცხოველებისგან რძის მიღებას 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ვეღარ შეძლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×