რეზონანსი
10.09.2018

2019 წლის მარტიდან საქართველოში შემოსული პროდუქცია გაძვირდება. ეს რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის არსებული შეთანხმების გამო მოხდება. როგორც ცნობილია, რუსეთი, ირანი და თურქეთი დოლარით ვაჭრობაზე უარს აცხადებენ. თუკი იგი ძალაში შევა, მოთხოვნა ევროზე გაიზრდება, რაც საქართველოში პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.

როგორც "ფინექს 1970-ის" ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, დღეიდან დოლარის გამყარების ტენდენცია იწყება, რომელიც 2018 წლის 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. სამ ქვეყანას შორის შეთანხმება კი სავარაუდოდ, ძალაში დეკემბრის ბოლოდან შევა. დაახლოებით, 2019 წლის მარტიდან კი ევრო აღმავალ ტრენდს დაიწყებს.

„ევროსთან ყველა ძირითადი ვალუტა შესუსტდება, მათ შორის დოლარიც. თავად ევრო კი მოძლიერდება. ეს ყველა მონაცემებით ჩანს“, - აცხადებს "კომერსანტთან" შენგელია.

შეგახსენებთ, ირანული ინგლისურენოვანი ტელევიზიის PressTv-ის ინფორმაციით, თეირანი, ანკარა და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ ამერიკულ დოლარზე უარი თქვან. ისინი ვაჭრობას ნავთობზე, გაზსა და საკვებ პროდუქტებზე ადგილობრივი ვალუტებით გააგრძელებენ.

უახლოეს მომავალში სამი ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველების შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც დაზუსტდება ის, თუ როგორ გაგრძელდება ვაჭრობა ამ სამ ქვეყანას შორის. შეხვედრა მოსკოვშია დაგეგმილი.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი თავის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან ვაჭრობას ადგილობრივ ვალუტაში გააგძელებს. თურქეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი რუსეთი, ჩინეთი, ირანი და უკრაინაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×