რეზონანსი
10.09.2018

 რამდენიმე მუნიციპალიტეტში წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით   სამუშაოები  აქტიურად გრძელდება. ამჯერად, წყალტუბოში 8 საცხოვრებელ კორპუსში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა. შედეგად, გურამიშვილის ქუჩის 700-მდე მაცხოვრებლისთვის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა. ხვალიდან მოსახლეობა გამართული წყალარინების სისტემით  ისარგებლებს.   

აღნიშნულ დასახლებაში საკანალიზაციო ქსელი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.  სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუობოს სერვის-ცენტრმა განახორციელა. 

აგვისტოში,  რამდენიმე მუნიციპალიტეტში,   წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურული სამუშაოების  შედეგად, მოსახლეობა სასმელი წყლის გაუმჯობესებული გრაფიკითა და ახალი საკანალიზაციო ქსელით უკვე სარგებლობს. კერძოდ,   დაბა ასპინძაში 1000-ზე მეტ ადამიანს წყალმომარაგება გაუუმჯობესდა,  ქუთაისში წყალარინების შიდა ქსელების გაწმენდის შედეგად, 1600 -მდე ოჯახს გამართული ინფრასტრუქტურა ემსახურება. გურჯაანში თავისუფლებისა და ფურცელაძის ქუჩებზე, წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყო, შედეგად 250 აბონენტს ახალი საკანალიზაციო სისტემა ემსახურება.  ახალციხეში 750-ზე მეტი  მომხმარებლისთვის წყალარინების  ქსელი მოეწყო, ცაგერში მცხოვრები 800-მდე ოჯახისთვის კი სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×