(რეზონანსი) ესპანეთის პოლიციის მიერ დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდი" 54 წლის გოჩა მაისურაძეა (გოგიტა). ესპანური მედიის ცნობით, მან ცნობილი პოპ-ვარსკვლავის - შაკირას და მისი მეუღლის, "ბარსელონას" ფეხბურთელის - ჟერარ პიკეს ვილა გაძარცვა.
დაკავებულს ბრალად კრიმინალურიდაჯგუფების ხელმძღვანელობა და ძვირადღირებული სახლების ძარცვაედება.
გოჩა მაისურაძე ბოლოს სკანდალში 2012 წლის სექტემბერში გაეხვა, როდესაც ის რევაზ ლორთქიფანიძესთან და სხვა ქართველ "კანონიერ ქურდებთან" ერთად მაშინდელ ოპოზიციონერ გოგა ხაინდრავასკონსპირაციულად შეხვდა, თუმცა მოგვიანებით ამ შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები ქართულმედიაში გავრცელდა.
ოპოზიციონერი გოგა ხაინდრავა მაშინ საპარლამენტო არჩევნების წინ "კანონიერ ქურდებთან" გარიგებაშიდაადანაშაულეს, თუმცა თავად ხაინდრავამ აღნიშნა, რომ საფრანგეთში ის მისი ბავშვბობის მეგობრის, რევაზლორთქიფანიძის მოსანახულებლად იმყოფებოდა.