(რეზონანსი) "ჩვენი პოლიტიკური ელიტა ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, რომ არავინ არ არის არვიზე უკეთესი ან უარესი" - ასე გამოეხმაურაპოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მმართველი გუნდი მიერ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას.
"ეს გადაწყვეტილება ისედაც ცნობილი იყო და სიურპრიზი არ ყოფილა არავისთვის. ჩვენი პოლიტიკური ელიტაისეთ სავალალო მდგომარეობაშია, რომ არავინ არ არის არავიზე უკეთესი ან უარესი. მთავარი პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკა საქართველოში იქცა მდარე ხარისხის რეალით შოუს, რომლის ყურება სამწუხაროდ საზოგადოებასუწევს. სალომე ზურაბიშვილი კი არის ამ რეალითი შოუს ერთ-ერთი ახალი მონაწილე.
საქმე იმაშია, რომ ზურაბიშვილის მოგებაზე კი არ არის საუბარი, უბრალოდ ალტერნატივა არ არსებობს. ზურაბიშვილი ფაქტობრივად განწირულია მოგებისთვის. ეს იმით კი არ არის განპირობებიული, რომ ვინმე მასმხარს უჭერს, არამედ იმით რომ ოპოზიციაა განწირული წაგებისთვის. ოპოზიციამ ალტერნატივა ვერ შექმნა. შესაბამისად ამ არჩევნებში იგებს რესურსი და რესურსი ხელისუფლების ხელშია" - განაცხადა პოლიტპლოგმა გია ხუხაშვილმა "მეტრონომთან" საუბარში.
გუშინ გამართულ პოლიტსაბჭოზე, მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარიდამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა.