რეზონანსი
10.09.2018

 (რეზონანსი) ესპანური ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ბარსელონაში ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე („გოგიტა") დააკავა.

მას ბრალად კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა და ძვირადღირებული სახლების, მათ შორის, მომღერალი შაკირასა და „ბარსელონას" ფეხბურთელის ჟერარ პიკეს სახლის გაძარცვაში მონაწილეობა ედება.

მედიის ინფორმაციით, „გოგიტა" სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლებიც სახლებისგაქურდვით იყვნენ დაკავებულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×