რეზონანსი
10.09.2018

 (რეზონანსი) ტელეკომპანია „იბერიას" თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი ტელეკომპანიასთან მიმართებით განვითარებულ მოვლენებს მთავრობის კანცელარიასთან გააპროტესტებენ.

ტელეკომპანიამ აღნიშნულის გამო რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეაჩერა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მაუწყებლობის გათიშვას ხელისუფლება აიძულებს და მათ შევიწროვებას ცდილობს.

„თუ ასე არ არის, გუშინ პროკურატურას უნდა დაეწყო გამოძიება იმ ჩანაწერების გამო, რომელიც გავრცელდა", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

ტელეკომპანია „იბერიამ" გუშინ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა" და „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება.

ამასთან, 7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ" საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას" გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი", რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია", პარალიზებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×