რეზონანსი
10.09.2018

 პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 1-ელი აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, შემოსავლების სახით მხოლოდ 40 ლარი აქვს მიღებული. საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება ხარჯებს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აღნიშნულ პერიოდში ზურაბიშვილს გაწეული აქვს 1740 ლარის ხარჯი, საიდანაც 400 ლარს ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარის ხარჯი შეადგენს, 1300 ლარი კი ღონისძიებებზე გაწეული ხარჯია. 40 ლარს წარმოადგენს საბანკო მომსახურებაზე დახარჯული თანხა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭირა ზურაბიშვილის კანდიდატურას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×