რეზონანსი
10.09.2018

 სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა. როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, 60 წლამდე მამაკაცი და მისი რძალი დილით რთველში მიდოდნენ, რა დროსაც მათ მტაცებელი დაესხათ თავს. ისინი წნორის კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სოფელ ტიბაანის მოსახლეობის განცხადებით, სოფელში მგლების შემოსევაა და ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×