რეზონანსი
10.09.2018

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 29 აგვისტოს გურამ კაშიას მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

სწორედ აღნიშნული გამოძიების ფარგლებში გადაიყვანეს „ქართული მარშის“ წევრები გამოკითხვაზე.

„მიმდინარე წლის 9 სექტემბერს აღნიშნული გამოძიების ფარგლებში თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, გამოკითხვის მიზნით, მოწმის სტატუსით იკითხებიან „ქართული მარშის“ წევრები: კონსტანტინე მორგოშია, მიხეილ ამისულაშვილი, რამაზ გაგნიძე, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადების“ ხელმძღვანელი – გურამ ფალავანდიშვილი“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„ქართული მარშის“ რამდენიმე წევრის გამოკითხვაზე გადაყვანის შესახებ დღეს საღამოს გახდა ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×