რეზონანსი
09.09.2018

 ესტონეთის ელჩის კაი კაარელსონის სისხლში ტყვიის მომეტებული შემცველობა დაფიქსირდა. იგი არ გამორიცხავს, რომ მის სისხლში ტყვიის მომატებული დონე საქართველოში ყოფნას უკავშირდებოდეს.

ელჩის შემდეგ სისხლის ანალიზი იმავე ლაბორატორიაში საელჩოს სხვა თანამშრომლებმაც გაიკეთეს. გერმანიიდან საგანგაშო პასუხები დაბრუნდა.

ძალიან მომატებული ჰქონდა ტყვიის დონე სისხლში ესტონეთის კონსულს იურგო ლოს. ესტონეთის კონსული სისხლში ტყვიის მატებას იმას უკავშირებს, რომ თბილისის ქუჩებში ხშირად ფეხით დადის. ის არ გამორიცხავს, რომ დაბინძურებულ ჰაერს უფრო მეტად ისუნთქავს და ტყვიაც სისხლში ამ გზით აღწევს.

ელჩის თანაშემწეს ნატალია ფარჯანაძესაც სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული ჰქონდა. ესტონეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ატაშე მარგუს გერინგი ერთი წელია საქართველოშია. მისი და მისი მეუღლის მაჩვენებლები ნორმას არ აღემატებოდა, მაგრამ ტყვიის დონე ძალიან მომატებული მათ სამი წლის შვილის სისხლში აღმოჩნდა.

სისხლში ტყვიის მაქსიმალური დონე ქალებისთვის სამოცდაათი უნდა იყოს, მამაკაცებში კი ოთხმოცდაათს არ უნდა აღემატებოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×