რეზონანსი
09.09.2018

 აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ იმ რესტორნების დაჯარიმება დაიწყო, სადაც ბოლის გამწოვი დანადგარები არ აქვთ. უწყების წარმომადგენლები რესტორნებს ამოწმებენ აქვს თუ არა გამწოვის დანადგარი.

რეიდების დროს ზომავენ, თუ რამდენად აბინძურებს რესტორნის ბოლი ატმოსფეროს, და ამასათან შესაბამისობაში უწერენ ჯარიმებს, საშუალოდ  – 3500 მანათის (დაახლოებით 2058 დოლარის) ოდენობით.

ახალი წესის ფარგლებში, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდა, ასევე ამოწმებენ ეგრეთ წოდებულ „საზეიმო სახლებს“.

ეკოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლის ირადა იბრაგიმოვას თქმით, ის ბოლი რომელიც ზოგიერთი რესტორნის მილებიდან ამოდის, ჰაერს ძლიერ აბინძურებს, და გარშემო მცხოვრებ ადამიანებს დისკომფორტს უქმნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×