"მოლოდინი გამართლდა, ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს და მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის", – ასე შეაფასა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება.
მისი თქმით, მმართველი პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
„ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს. ასევე მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ეს გადაწყვეტილება ცხადია, დადებითი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, მმართველი პარტიისთვისაც სწორი და დემოკრატიულია. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. უკვე დღეიდან, ამ საღამოს მსგავსად ველოდები გამარჯვებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დღეს მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.