რეზონანსი
09.09.2018

 (რეზონანსი) "ქართული მარშის" ცნობით, რომელსაც დღეს 18:00-ზე დინამოს სტადიონთან აქცია ჰქონდა დაგეგმილი, პოლიცია მათ წევრებს აკავებს.

"დაიწყო "ქართული მარშის" და სხვა ეროვნული მოძრაობის ლიდერების და წევრების ქუჩებიდან აყვანა!!!", - წერია "ქართული მარშის" ფეისბუქ გვერდზე.

შინაგან საქმეთ სამინისტროში კი გვეუბნებიან, რომ "ქართული მარშის" წევრები გურამ ფალავანდიშვილი და კონსტანტინე მორგოშია გამოსაკითხად გადაიყვანეს.

დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, 20:00 საათზე საქართველოსა და ლატვიის ნაკრებები შეხვდებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×