რეზონანსი
09.09.2018

 (რეზონანსი) დინამოს სტადიონთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყყება.

ნაკრების ფეხბურთელ გურამ კაშიასგან "ქართული მარშის" წევრები ბოდიშის მოხდას ითხოვენ ლგბტ თემის მიმართ გამოცხადებული სოლიდარობის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სხვადასხვა სახის აქციებით ემუქრებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განმარტებით კი პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად და ნებისმიერი შემთხვევა რომელიც გასცდება სიტყვისა და გამოხატვის უფლების ჩარჩოებს იქნება აღკვეთილი.

ამ წუთებში დინამოს სტადიონთან აქტივისტები არ იმყოფებიან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×