რეზონანსი
09.09.2018

 (რეზონანსი) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მხარს დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭრეს. ამის შესახებ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

"პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას: ვფიქრობთ, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში, მას შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×