რეზონანსი
09.09.2018

 (რეზონანსი) ტრაპიზონში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, თურქეთში, ზღვაში საქართველოს მოქალაქე დაიკარგა.

საკონსულოს განცხადებით, თურქეთის დაბა ქემალფაშაში ტრაილერის მძღოლი საქართველოს მოქალაქე, დღეს, დაახლოებით 13:30 საათზე, ზღვაში ჩავიდა და იქ მყოფი მძღოლების განცხადებით, დაიკარგა.

ხოფას გამგებლის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩართულია სამსახურების სრული რესურსი, აგრეთვე ქართველი და თურქი სამაშველო სამსახურები მუშაობენ ერთობლივად და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×