რეზონანსი
09.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი შენგელაია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე დასასწრებად პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა.

როგორც შენგელაიამ განაცხადა, ის სხდომაზე დასასწრებად უმრავლესობის წევრებმა მიიწვიეს.

"მოვედი იმისთვის, რომ დამამტკიცონ "ოცნების" კანდიდატად. რასაკვირველია, მქონდა მოლაპარაკებები უმრავლესობის წევრებთან. მათ იციან ჩემი პოზიცია. ამ წუთში არ ვიცი ვიქნები თუ არა მათი კანდიდატი, რომ გამოვალ გეტყვით",- განაცხადა შენგელაიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×