რეზონანსი
09.09.2018

 (რეზონანის) „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა ამ წუთებში იწყება. მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე სხდომას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

პარალელურად კი „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია „საქართველოს" მეანაბრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც ისინი ამბობენ, ამ ეტაპზე სახელმწიფო მათი პრობლემების გადასაჭრელად არაფერს აკეთებს. „ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილები ოფისში მიმავალ პოლიტსაბჭოს წევრების ავტომობილებს შეძახილებით და საყვირებით აცილებენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, საფინანსო კომპანია „საქართველოს" ასობით მეანაბრის 30 მილიონამდე ლარი მართებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×