რეზონანსი
09.09.2018

 (რეზონანსი) ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯში 86 წლის პენსინერის რ.ბ-ს საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს. სახლის მეპატრონეს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას "tv9news.ge" ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, რ.ბ. სახლში არ იმყოფებოდა, როცა დაბრუნდა, მძარცველები ჯერ კიდევ შინ დახვდნენ, რის გამოც იგი ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ დააბეს.

შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×