რეზონანსი
09.09.2018

 (რეზონანსი) გონიოში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 4-ბალიან შტორმისას, 27 წლის ბიჭი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს.

ცოტა ხნის წინ კი, მაშველებმა 44 წლის ლატვიის მოქალაქე გადაარჩინეს.

შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ცურვა აკრძალულია, თუმცა მოქალაქეები ზღვაში მაინც შედიან.

„გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს.აკრძალვა მოქმედებს 10 სექტემბრის 10:00 საათამდე",- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×