რეზონანსი
09.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია ლატვიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადებას ავრცელებს. კაშია გულშემატკივას მოუწოდებს, ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგონ ეროვნულ ნაკრებს.

„ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვთ, მატჩის მსვლელობისას ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენს გუნდს. დღეს, ლატვიასთან, გამარჯვება ყველას ერთად, მთელს საქართველოს გვჭირდება", - განაცხადა კაშიამ.

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით, დღეს დაგეგმილი აქცია იმ შემთხვვაში გაუქმდება, თუ გურამ კაშია საჯაროდ ბოდიშს მოუხდის იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ფეხბურთელის ქმედებები და ლგბტ თემის მიმართ სოლიდარობის გამოცხადება მიუღებელი აღმოჩნდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×