რეზონანსი
09.09.2018

 (რეზონანსი) აკი ბაშოს პირველ დღეს ქართველმა სეკიტორიმ ლევან გორგაძემ იგივე ტოჩუნოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირის პირველ დღეს ტოჩინოშინი ჩიოტარიუს დაუპირისპირდა, რომელსაც დღემდე ექვსჯერ შეხვედროდა და ურთიერთ დაპირისპირებებში ოთხი გამარჯვება და ორი მარცხი ჰქონდა.

დღევანდელ შეხვედრაში ბრძოლა სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა. ჩიოტარიუმ არ მისცა ტოჩინოშინს დასაწყისშივე მავასიში ხელის ჩავლების საშუალება, თუმცა ქართელმა სუმოისტმა ის დოჰიოს კიდესთან მიიყვანა ხელით მძლავრი ბიზგებით, შემდეგ მავაშიც მოიხელთა და ჩიოტარიუ დოჰიოდან ცურიდაშის ილეთით გაიყვანა.

აკი ბაშოს მეორეს დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კვლავ მე-2 მაეგაშირა, ამჯერად აღმოსავლეთის, იაპონელი იუტიკაიამა იქნება. მათ შორის ჩატარებულ ერთადერთ შეხვედრაში, რომელიც წელს, ნაცუ ბაშოს მე-6 დღეს გაიმართა, ქართველმა სუმოისტმა ცუკიოტოშით გაიმარჯვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×