(რეზონანსი) პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ამბის გადაფარვას ცდილობს და სიმართლის დადგენას ხელს უშლიან.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რათა დაიცვან მომავალი თაობა.
„კმარა, ჩემი აბუჩად აგდება, ჩემზე დაცინვა. ამ ყველაფერს აკეთებდნენ და დღესაც აკეთებენ, რომ გამაჩერონ, რომ დამაშინონ, რამენაირად, რომ ჩაფარცხონ ეს საქმე, ეს არ მოხდება," - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მოკლილი მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციების განახლებას ხვალიდან გეგმავენ.
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მისი შვილის მკვლელებს მფარველობს.