რეზონანსი
09.09.2018

 (რეზონანსი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ურეკში, 4-ბალიან შტორმში, ზღვიდან ლატვიის მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. სამსახურის ინფორმაციით, 44 წლის ქალბატონის სიცოცხლეს საფრხე არ ემუქრება.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ: შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ამ წუთებში, დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე 3-მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს! აკრძალვა მოქმედებს 10 სექტემბრის 10:00 საათამდე", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×